გურამიშვილის გამზირზე ახალი სკვერი მოეწყო
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 13:32
გურამიშვილის გამზირზე ახალი სკვერი მოეწყო

გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და გარე განათების ქსელი მოეწყო. ასევე, განთავსდა საბაღე სკამები და სანაგვე ურნები.

ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს.

„არსებული სკვერების რეაბილიტაციის პარალელურად, ვცდილობთ, ახალი დასასვენებელი სივრცეები შევქმნათ. ერთ-ერთი ახალი სკვერი სანზონაში მოვაწყეთ. გასულ წელს აქ სპორტული მოედანიც მოეწყო. მთლიანობაში ძალიან კარგი სივრცე შეიქმნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენს მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გამწვანებულ ტერიტორიებს და განახლებული ინფრასტრუქტურა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

აღნიშნული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 143 548 ლარი გამოიყო.
 

ტეგები