წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 13:37
წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

ტერიტორიაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციაები. ამჟამად კი ასფალტის ახალი საფარი იგება.

პროექტის მიხედვით, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობის გზის საფარი დაიგება და კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 185 000 ლარია გამოყოფილი.

საგზაო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

მიმდინარე წელს, წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურა 10 მისამართზე მოწესრიგდა, ხუთ მისამართზე კი, სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

ტეგები