ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 13:46
ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა

აკი ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ იყო, რომელიც ლევან გორგაძემ იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამ მნიშვნელოვანი მოგების შემდეგ ტოჩინოშინს ტურნირზე ბალანსი 7:2-ზე გაუხდა და დადებითი ბალანსის გაფორმამდე 1 მოგება რჩება.

ქართველი ფალავანის მომდევნო მეტოქე კიდევ ერთი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, ვისთანაც ბალანსი 1:25-ზე აქვს.

ტეგები