ქუთაისის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 15:35
ქუთაისის საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ხმაურით და ხელჩართული ჩხუბით დაიწყო ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს. ამის შესახებ kutaisipost-ი წერს.

ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა" სახის არეში დაზიანებები მიიღო. 

ტეგები