პარლამენტის ბიუროს სხდომა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 16:44
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა, კომიტეტების სხდომებზე განხილული რამდენიმე საკითხი, პლენარული სხდომის დღის წესრიგს დაამატეს.

ამგვარად, პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებს დაემატა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ხარვეზის გასწორებას ითვალისწინებს და რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

დღის წესრიგს ასევე დაემატა ორი საკანონმდებლო პაკეტი:

ერთი მათგანია კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევი კანონპროექტებით და იგი მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

მეორე საკანონმდებლო პაკეტი კი ნარკოტიკებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაციას ითვალისწინებს.

ტეგები