ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 16:47
ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე მორიგი ინტერვენცია განახორციელა. 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე ინტერვენციაა. 14 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 დოლარი შეისყიდა.

ტეგები