"საბოლოოდ შევთანხმდით ყველა, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარების აკრძალვას საჯარო სივრცეში და მათ შორის, ამკაცრებს სისხლის სამართლის კუთხით პასუხისმგებლობას, საჭიროა"
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 18:10
"საბოლოოდ შევთანხმდით ყველა, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარების აკრძალვას საჯარო სივრცეში და მათ შორის, ამკაცრებს სისხლის სამართლის კუთხით პასუხისმგებლობას, საჭიროა"

„დღეს გვქონდა ძალიან ემოციური და საკმაოდ საინტერესო განხილვა. ეს იყო პირველი საჯარო დისკუსია ღია ეთერში. ჩვენ ყველას მივეცით შესაძლებლობა, რომ გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება. ძალიან მინდოდა, რომ ყველა სასულიერო პირს, ვინც კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, ესაუბრა, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა და ერთმანეთისთვის არგუმენტების მოსმენის შესაძლებლობა მიგვეცა.  ვფიქრობ, ეს იყო კარგი პროცესი იმიტომ, რომ საბოლოოდ შევთანხმდით ყველა, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარების აკრძალვას საჯარო სივრცეში და მათ შორის, ამკაცრებს სისხლის სამართლის კუთხით პასუხისმგებლობას, საჭიროა“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
 
ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებულ სხვა  საკითხებზეც,  რომელიც ეხება ნორმის განმარტებას განსხვავებული ფორმით.
 
„ამ იდეას კომიტეტმა  მხარი დაუჭირა და მე მგონი ვიპოვეთ კონსენსუსი სად ვთანხმდებით და ვთანხმდებით იქ, რომ ცუდია ნარკოტიკის მოხმარება, ცუდია მარიხუანას მოხმარება. ეს არის სენი, მას სჭირდება გამკლავება, სჭირდება პრევენცია, სჭირდება ზიანის შემცირება. ამაზე ვთანხმდებით და რა არის კიდევ საჭირო დამატებით, ამასთან დაკავშირებით ვთქვით, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.