"სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან ბევრი ღირსება, ძალიან დიდი გამოცდილება და ის დაამტკიცებს, რომ იქნება ზეპარტიული"
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2018 19:43
"სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან ბევრი ღირსება, ძალიან დიდი გამოცდილება და ის დაამტკიცებს, რომ იქნება ზეპარტიული"

„ჩვენ ვართ ძალა, რომლის ინტერესიც არის ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა და სწორედ ასეთ ძალას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ, თქვას უარი იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს კანდიდატად და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს - ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს, რომელსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება გააჩნია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა განმარტა, რატომ მიიღო მმართველმა გუნდმა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის გადაწყვეტილება. “მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩევლებს იმასთან დაკავშირებით, რომ ავუხსნათ თუ რატომ გადაწყვიტა პარტია „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მხარი დაეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის და ის მოჭარბებული ძალაუფლების წყურვილი, რომელიც ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა, აი ამაზე ეთქვა უარი. ქალბატონი სალომე სამადაშვილი საუბრობდა და ქალბატონი სალომე წარმოადგენდა წლების განმავლობაში იმ ძალას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების მომხვეჭელობაზე იყო ორიენტირებული და სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქალბატონო სალომე და ბატონო რომან, შეგახსენებთ თქვენც და ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენ მხარს გიჭერთ და თქვენს სხვა სატელიტ პარტიებს კიდევ, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როგორც იყო ხელისუფლება უზურპირებული, არასდროს, არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია მე მგონი, თუ არ ვცდები, ასეთი ძალაუფლების უზურპაცია საქართველოში. ასე, რომ როდესაც თქვენ ხელს გაიშვერთ ვინმესთან მიმართებაში, გადახედეთ თქვენს წარსულს და ისე ისაუბრეთ სხვა პარტიებზე”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მმართველმა გუნდმა კონსტიტუცია შეცვალა, რაც ძალთა ბალანსს ითვალისწინებს და რომელიც, დეპუტატის თქმით, დარღვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომლის ინტერესიც ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვაა და მხოლოდ ასეთ ძალას შეუძლია, უარი თქვას საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაამტკიცებს, რომ ის ზეპარტიული იქნება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლას ზეპარტიული კანდიდატი სჭირდება.

„ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდმა შევცვალეთ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კონსტიტუცია და დავამკვიდრეთ ძლიერი პარლამენტის მმართველობა ქვეყანაში, რომელიც ამოქმედდება პრეზიდენტის ფიცის დადების შემდგომ, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და ამ კონსტიტუციით გათვალისწინებულია ბატონებო და ქალბატონებო, ძალთა ბალანსი. ის ბალანსი, რომელიც დარღვეული იყო თქვენი ხელისუფლების პირობებში და სწორედ ამ ძალთა ბალანსის არსი არის ის, რომ ყველა ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი ძალაუფლება, რათა ქვეყნის მართვა მოხდეს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე. თუმცა, თქვენთვის ასეთი დემოკრატიული პრინციპები, რა თქმა უნდა, მიუღებელია და რთულია. თქვენ ვერც წარმოიდგენდით ალბათ და ვერც კი გაივლებდით ავში აზრად იმას, რომ მმართველ პარტიას შეეძლო ასეთ ძალაუფლების მომხვეჭელობაზე უარი ეთქვა. კი, ჩვენ ვართ სწორედ ასეთი ძალა, რომლის ინტერესიც არის ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა და სწორედ ასეთ ძალას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ, თქვას უარი იმაზე, რომ საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს კანდიდატად და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს. ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს, რომელსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება გააჩნია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ასე, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას.მას აქვს ძალიან ბევრი ღირსება, ძალიან დიდი გამოცდილება და ის დაამტკიცებს, რომ ის იქნება ადამიანი, რომელიც იქნება ზეპარტიული. თქვენთვის რთული წარმოსადგენია რას ნიშნავს სიტყვა ზეპარტიული. შესაბამისად, მესმის, რომ გიჭირთ თქვენ ამ რეალობის გააზრება. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას სჭირდება ზეპარტიული კანდიდატი”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პერიოდიც შეახსენა. “მაინტერესებს, გრიგოლ ვაშაძე თქვენი კანდიდატი გგონიათ? თქვენ ასე გგონიათ, რომ მართლა თქვენი კანდიდატია? მის წარსულს გადახედეთ და მიხვდებით ვისი კანდიდატია. ამას ატყუებთ ქართულ საზოგადოებას? ან ბატონო გიგა, იქიდან რომ მეპასუხებით, რას ეუბნებით თქვენ საზოგადოებას, რომ დადიხართ და კამპანიას ატარებთ, რომ რას შეძლებს თქვენი კანდიდატი. იქნებ უთხრათ საზოგადოებას, რომ ის კანდიდატი უნდა იყოს ზეპარტიული და არც აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეშია და ვერაფერს ვერ განახორციელებს, აღამსრულებელ ხელისუფლებას რაც გააჩნია და ეს არის პრემიერმინისტრის და მთავრობის პრეროგატივა და იქნებ გვითხრათ, თქვენი კანდიდატის მეშვეობით რას ჰპირდებით საზოგადოებას. იქნებ, აქედან განუმარტოთ. თქვენ არ იყავით, მოჭარბებული ძალაუფლება ცუდი არისო და როდესაც კონსტიტუციის საკითხებს ვიხილავდით ჩვენ, იქ კვოტების გადანაწილებაზე გვესაუბრებოდით. ახლა ვთქვით, რომ ჩვენ დამოუკიდებელ კანდიდატს ვუჭერთ მხარს, რომელიც არ არის პარტიული, რომელსაც არ გააჩნია ჩვენს პარტიასთან პარტიული კუთვნილება და ახლა გამოდიხართ და ამბობთ იმას, რომ თურმე ეს რაღაცა შეთქმულების თეორიაა და ა.შ. სად არის თქვენი პრინციპები ერთ შემთხვევაში, როდესაც ამბობთ იმას, რომ თურმე ძალაუფლების მოჭარბება ცუდია და მაშინ, როდესაც პარტია გამოდის და ამბობს, რომ ის უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს, მაშინ სად არის თქვენი პრინციპულობა. ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ, როდესაც თქვენ ამ საკითხებზე საუბრობდით მთელი გუნდი, კონსტიტუციის განხილვის დროს. ასე, რომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.