„მოიკვლიეთ, შეუშვით სკოლებში აუდიტი, შეიცოდეთ ბავშვები!“
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 12:22
„მოიკვლიეთ, შეუშვით სკოლებში აუდიტი, შეიცოდეთ ბავშვები!“

მშობელი, რომელმაც ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, მასწავლებლის მიერ მისი შვილის ბულინგის შესაძლო ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, ფეისბუქზე ახალ პოსტს აქვეყნებს: 

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მივიღე და ყველას გიპასუხებთ აუცილებლად. მადლობა ყველას. არავინ თქვას რომ პროტესტის გამოხატვას არ აქვს აზრი, ნუ შეეგუებით, ნუ შეშინდებით! მაქსიმეს ინციდენტი არაფერია იმასთან, რასაც მშობლები მწერენ. ჩემს პროტესტს რეაგირება მოყვა და მიხარია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯანსაღად აზროვნებს! "პადაგოგმა" მაქსიმეს ბოდიში მოუხადა და უთხრა "მოგეფერეო", შეურაცხყოფა არ მომიყენებიაო... ბავშვისთვის ეს საკმარისი იყო! დანარჩენს ალბათ სამინისტრო მიხედავს. მგონი დროა რაღაც შეიცვალოს და ის მასწავლებლები რომელთაც მოსწავლისთვის თავში ჩაქუჩი ჩაურტყამს, შე ნაგავოო უთქვამს, უცემია, სკოლებს მოაშორონ! ასეთები კი მრავლად არიან! მოიკვლიეთ, შეუშვით სკოლებში აუდიტი, შეიცოდეთ ბავშვები! ახალგაზრდა მასწავლებლებს კი გამოცდილებას სთხოვთ მაშინ, როცა სკოლები სავსეა გამოცდილი მოძალადეებით! და კიდევ, ბევრმა დამისვა კითხვა რატომ არ მივმართე სკოლის ადმინისტრაციას და გავასაჯაროე ინფორმაცია. გპასუხობთ მათ, ვინც არ იცით! მქონდა რამდენიმე წლის წინ შემთხვევა და მივმართე დასახმარებლად სკოლის დირექტორს, რომელმაც სულ ინტრიგანი მეძახა! და რომ ჩემნაირი დედა საფრთხეს წარმოადგენდა ბავშვისთვის და ჩემი შვილი ჩემგან იყო დასაცავი. ამიტომ მათ ვინც ეს ყველაფერი იცით, ნუ გიკვირთ რომ სოც ქსელით გამოვხატე პროტესტი.

P.S და კითხვაზე რატომ არ მოვაშორე სკოლას ბავშვები, გპასუხობთ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემს ორივე შვილს დაწყებით საფეხურზე ჰყავდათ (ჰყავს) არაჩვეულებრივი პედაგოგები და მადლობა მათ! ვრჩებით და ვაგრძელებთ სწავლას და გპირდებით ვიქნებით ყოჩაღები, ვისწავლით კარგად და არცერთ გადაცდომას არ ვაპატიებთ არავის! მე ვამაყობ ჩემი შვილებით, რომ აქვთ პროტესტის განცდა უსამართლობაზე“, - წერს მშობელი. 

ტეგები