ირაკლი კობახიძე: პრემიერმინისტრი აშშ-ში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 17:30
ირაკლი კობახიძე: პრემიერმინისტრი აშშ-ში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს

„პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ში პრემიერმინისტრის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტზე გამახვილდება ყურადღება.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით თითოეულ ვიზიტს, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ჩვენი თანამშრომლობის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტზე: ეს არის პოლიტიკური თანამშრომლობა, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, აქ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები