მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 19:12
მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული ჯარიმა თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. ინფორმაცია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ვრცელდება.  
 
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ  ბრალდებული, 2018 წლის 22 მაისის განაჩენით, დამნაშავედ ცნო. მან სასჯელის სახედ და ზომად  ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 
 
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი  დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა.