ქუთაისის სასამართლომ საქნახშირის თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2018 21:38
ქუთაისის სასამართლომ საქნახშირის თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მინდელის შახტში 6 ადამიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქნახშირის დაკავებული ყოფილი თანამშრომლებიდან 5-მა ბრალი აღიარა.

ადვოკატებმა 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულთა პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

სასამართლომ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.