სააკაძის ქუჩაზე კაცი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 19:03
სააკაძის ქუჩაზე კაცი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან კაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

შემთხვევა ნახალოვკაში, სააკაძის ქუჩაზე მოხდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.