ახალი "აიფონის" საყიდლად რიგში მომლოდინეებს "ჰუავეიმ" "ფაუერბანკები" დაურიგა
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 20:12
ახალი "აიფონის" საყიდლად რიგში მომლოდინეებს "ჰუავეიმ" "ფაუერბანკები" დაურიგა

ჰუავეიმ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო კონკურენტ Apple-ის სინგაპურელ ფანებს, რომლებიც ახალი აიფონების საყიდლად რიგში 24 საათით ადრე ჩადგნენ.

აიფონების გაყიდვა სინგაპურში დღეს, 21 სექტემბერს, ოფიციალურად დაიწყო. აიფონის მოყვარულები კი რიგში წინა დღით ჩადგნენ და, შესაბამისად, ტელეფონები დაუჯდათ.

ჰუავეიმ კონკურენტი ბრენდის გულშემატკივართა გულის მოგება კრეატიული და სასარგებლო მეთოდით სცადა და მათ ფაუერბანკები აჩუქა (ტელეფონის დასამუხტი პორტატული მოწყობილობა).