ჩრდილო კავკასიაში ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის უკვე შეტაკებები დაიწყო, ისმის სროლის ხმა
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 20:49
ჩრდილო კავკასიაში ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის უკვე შეტაკებები დაიწყო, ისმის სროლის ხმა

ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის სიტუაცია იმდებად დაიძაბა, რომ უკვე მის დედაქალაქ ნალჩიკში შეტაკებები დაიწყო. მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები, სხვა დასახლებულ პუნქტებშიც გრძელდებოდა. რუსეთი იძულებული გახდა, რესპუბლიკაში ჩრდიოეთ ოსეთიდან და სტავროპოლიდან შინაგანი ჯარის, იგივე როსგვარდიის, ნაწილები შეეყვანა.

შინაგანი ჯარის ნაწილებმა რამდენიმე საკვანძო ადგილას ეთნიკური შეტაკებების აღკვეთის მიზნიტრ გზების ბლოკირება მოახდინეს.

ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქებში ათეულობით ადამიანია დაკავებული. სხვადასხვა დასახლებებში ავტომატების სროლის ხმა ისმოდა. სიტუაცია დაიძაბა ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც ყაბარდოელების ჯგუფი, რომლებიც თავინთი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას აპირებდნენ, ბალყარელებმა სოფელზე არ გაატარეს.

ორივე ეთნიკურ ჯგუფში უკვე ღიად ისმის მოწოდებები იარაღის აღების შესახებ. ტელევიზიით გამოდიან სასულიერო პირები, მათ შორის, ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი სასულიერო პირი (მუფტი)და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

კონფლიქტი დაიწყო ბალყარულ მაღალმთიან სოფელში, სახელწოდებით კენდელენი. 17 სექტემბერს ამ სოფელში უნდა გაევლო ყაბარდოელი მხედრების ჯგუფს, რომლებმაც ცხენებით მთა კანჟალზე ასვლა განახორციელეს და უკან ბრუნდებოდნენ. ეს აქცია ეძღვნებოდა კანჟალის ბრძოლის 310-ე წლისთავს. ამ ბრძოლაში ყაბარდოელებმა ყირიმის სახანოსა და ოსმალების ჯარი სასტიკად დაამარცხეს, რითაც ყაბარდოზე ოსმალების ბატონობა, ფაქტობრივად, დასრულდა.

როგორც ჩანს, კონფლიქტური სიტუაცია მანამდეც არსებობდა, რადგან თავიდან, როდესაც მხედრების ჯგუფი ამ მთისაკენ მიემართებოდა, მათ ბალყარელების სოფელს გვერდი აუარეს, მაგრამ უკანა გზაზე რატომღაც მასზე გავლა გადაწყვიტეს და სწორედ ამ დროს დაიწყო შეტაკებაც.

საქმე ისაა, რომ ყაბარდოელები ადიღურ ჯგუფს მიეკუთვნებნიან, ბალყარელები კი თურქულენოვნები არიან. შესაბამისად, ოსმალების დამარცხებას ისინი საკუთარ მარცხად აღიქვამენ და ეს საკითხი მათთვის ძალიან მტკივნეულია. ისინი ყველანაირად ეწინააღმდეგებიან კანჟალის ბრძოლის ზეიმით აღნიშვნას.

ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ ოლქში მოსახლეობის უმრავლესობას, 55%-ს, ყაბარდოები წარმოადგენდანენ, ხოლო ბალყარელების წილად მხოლოდ 12% მოდის. აღსანიშნავია, რონ აფხაზეთის ომში ყაბარდოელები აქტიურად მონაწილეობდნენ სეპარატისტების მხარეს.

 

 

წყარო