პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2018 21:51
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდისმკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნის განხილვა გაგრძელდა. კომისიის წევრმა, ანრიოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დასკვნისაგან განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორიარასრულწლოვანის მკვლელობა ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია საზოგადოებისთვის. 

„დაიღუპა ორი არასრულწლოვანი და ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტიყველასთვის. მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა დაზარალებული ოჯახების მიმართ. პარლამენტის წევრებს გვმართებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა დაისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტს არ ჰყავს მხოლოდ 2 დაზარალებული ოჯახი. ვფიქრობ, დაზარალდა მთელი ქართული საზოგადოება. ამიტომ ჩვენმაქსიმალურად უნდა ვეცადოთ როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ასევე ჩვენი ყველა სახის პოლიტიკური გამოსვლით და მსჯელობით, რომ ასეთი რამთავიდან ავირიდოთ და ეს აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი შეფასებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის უპრეცედენტო შემთხვევა. „მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პარლამენტმა,მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და ოპოზიციის მხარდაჭერით, შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. ხაზს ვუსვამ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ფაქტის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები და „ქართული ოცნება“ სწორედ ის ძალაა, რომელიც უსმენს საკუთარ საზოგადოებას, მოქალაქეებისმოთხოვნებს და მოქმედებს მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად. 

„კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა ან დაგვიანებითჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მიერ დაისვა საკითხი საგამოძიებო სისტემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, თუმცა არ დადგინდა, რომადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან ადგილი ჰქონდა რომელიმე პოლიტიკური მოტივითამ საქმეში ჩარევას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება და მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც კომისიამ დადგენილად არ მიიჩნია. იმ ხარვეზებიდან გამომდინარე,რაც ჩვენ დავადგინეთ საგამოძიებო უწყებებთან მიმართებაში, შევიმუშავეთ რეკომენდაციები. ჩვენ გამოვკვეთეთ, რომ აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმამ.კ.სთან მიმართებაში იმუშაონ ინტენსიურად და რაც შეიძლება სწრაფად გამოკვეთონ მისი როლი მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით. რეკომენდაციაშევიმუშავეთ სუბელიანთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიისათვის მიცემული ჩვენების შესწავლის საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად გავცემთრეკომენდაციას, რომ დაინტერესდეს გამოძიება ამ საკითხით. ასევე, შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება გ.მ-ს დაჭრის საქმის ცალკე გამოყოფას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რეკომენდაციებს შორის მან დაასახელა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ საკუთარ უწყებებში სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისაუცილებლობა, რათა გამოიკვეთოს, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის გადაცდომას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ საქმის ირგვლივ. მინდა გითხრათ, რომ 10 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული დღეისმდგომარეობით ამ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, მირზა სუბელიანი, მისი ნათესავი მ.კ., მისი ძმა, მისი მამა და მისი მეზობლები“, - განაცხადამომხსენებელმა.

მან ისაუბრა, თუ რატომ არის ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული დასკვნა პოლიტიკური დოკუმენტი და არაკომპეტენტური. უმრავლესობისწარმომადგენელმა “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შეახსენა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მათ არცერთ გახმაურებულ საქმეზე საგამოძოებოკომისიის შექმნისთვის მხარი არ დაუჭერიათ და ოპოზიციის ყველა შესაბამისი ინიციატივა ჩააგდეს.

კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ. 

„მინდა მივუსამძიმრო არამარტო სარალიძის, არამედდადუნაშვილის ოჯახსაც, რომელიც გუშინ არ გახსენებია კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს. პოლიტიკური განწყობებისგან უნდა გავთავისუფლდეთ,როდესაც ვსაუბრობთ დაზარალებულებზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მან ყურადღება კომისიის საქმიანობაზე გაამახვილა. 

„პარლამენტს არ ჰქონდა ასეთსაქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის გამოცდილება. ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ შემდგომში,საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა“, - აღნიშნა დეპუტატმა. 

მისივე შეფასებით, კომისიამ, რომლის უმრავლესობას ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ქმნიდნენ, ვერ შეძლო თავისუფალი ყოფილიყო პოლიტიკურიგანწყობებისგან. 

„კომისიის უმცირესობის წევრები ვერ გაექცნენ პოლიტიკურ განწყობებს. გუშინ, ბატონი სერგი კაპანაძე საუბრობდა, რომ გიორგი გახარია იმიტომუნდა გადადგეს, რომ მან ჩაკეტა გამოძიება თავისი სიტყვებით. ამ „ჩაკეტილი“ განცხადების ფონზე ჩატარდა 500მდე საგამოძიებო მოქმედება და ახალი პირებისგამოვლენა. როდესაც საუბრობთ თეა წულუკიანის გადადგომაზე, ერთი კითხვა მაინც უნდა მოგემზადებინათ, ხელოვნურად მაინც, როდესაც მას იბარებდით.თქვენ ამბობთ, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ პოლიტიკურიპასუხისმგებლობა, რომელიც მან აიღო, არის თუ არა ის ახალი პასუხისმგებლობის სტანდარტი, რომელიც არასდროს გვინახავს. არ არის უმნიშვნელო მოვლენა,როდესაც პარლამენტის ლეგიტიმაციით არჩეული პირი ტოვებს თანამდებობას. ამის გაუბრალოება როგორც არ უნდა სცადო, ვერ გამოვა“, - განაცხადა ეკაბესელიამ.

კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა.

პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობისფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ“ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა.

დადგენილების პროექტის წარდგენის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს. მამუკა მდინარაძისშეფასებით, მათ დარბაზი დატოვეს სწორედ იმის გამო, რომ პასუხი არა აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე. „ჩემს კითხვაზე, თუ რა პოზიციასდააფიქსირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პასუხი არის ის რაც დარბაზში მოხდა. 

„ევროპული საქართველოს“წარმომადგენლებმა დატოვებს დარბაზი, სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე. ისინი გაიქცნენ დარბაზიდან, ამსიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან დადგენილებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საპირისპირო არგუმენტები არ არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

მისი განცხადებით, კომისიის შექმნის მომენტისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მთავარი კითხვები, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძესსასიკვდილო ჭრილობა და ხომ არ ჰქონდა ადგილი გამოძიების პროცესის მწარმოებელ პირთა მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას, მათი უფლებამოსილებისბოროტად გამოყენებას. მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ზემოთხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტებისმიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიცსაგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენებისფაქტზე. 

მამუკა მდინარაძემ კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები გააცნო დეპუტატებს. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთასამინისტრომ ჩაატარონ სამსახურეობრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან დამოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება; საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტისგათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ. კ.- ს ქმედებებს გამოძიების სასამართლო განხილვის ეტაპზე, ასევე, საჭიროების შემთხვევაში,განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. დადგენილების მიხედვით, მიზანშეწონილია, საქართველოს იუსტიციისსამინისტროსა და პარლამენტის ჩართულობით შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლისსამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გახანგრძლივება.

„ჩვენი რეკომენდაციაა, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულიერთიანი წესი, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას,პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას, სკოლის უსაფრთხოგარემოზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედებისხელშეწყობას“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ. 

დადგენილების პროექტის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვიეს, რომელთაც ეგონათ,რომ ეს კომისია მათი მომავლისთვის და უსაფრთხოებისთვის მუშაობდა. 

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამ საქმესთან დაკავშირებით არის მართლმსაჯულების ბოლომდეგანხორციელების კვალდაკვალ ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი შვილების, თქვენი შვილების მომავალი ამ ქვეყანაში, როგორ უსაფრთხოდ გააგრძელებენისინი ცხოვრებას და განვითარებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს პარლამენტის დადგენილების პროექტს „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარიდანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ“.

სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი. მომხსენებლის, ზაზა გაბუნიას განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიარსებული ხარვეზის გასწორებას, რაც გამოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 30 მაისს მიღებული საქართველოს კანონით „საქართველოსადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 20 ივლისს მიღებულისაქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კერძოდ, ხსენებული კანონებიითვალისწინებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული ნორმების განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბებას.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე პირველი მოსმენითპარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა თითქმის ერთი წლისგანმავლობაში მიმდინარეობდა როგორც პარლამენტის წევრებთან, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად. 

„დოკუმენტი შემუშავდა როგორც უცხოელ,ასევე ქართველ ექსპერტებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ყველა მონაწილეს. მომხსენებელმა პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების ძირითად მიზეზებზე გაამახვილაყურადღება. 

„ერთი მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ამოქმედდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისმომენტიდან. კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს განსაზღვრავს სხვაგვარად. ბუნებრივია, პარლამენტის რეგლამენტი უნდაშეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეორე მიზეზი, თუ რატომ გახდა ახალი დოკუმენტის შემუშავება იყო ის ხარვეზები, რომელსაც მუშაობის პროცესშივაწყდებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განმარტებით, თანამედროვე პარლამენტი უნდა აკმაყოფილებდეს 5 პრინციპს. 

„ეს არის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, წარმომადგელობითობა,ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან კარგად პასუხობს ყველა ამ მოთხოვნას და ყველა მიმართულებით გააუმჯობესებს ჩვენსმუშაობას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მან პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, დოკუმენტი თხუთმეტივე კომიტეტმა განიხილა. მასში პარლამენტის ადგილსამყოფელია - ქალაქი თბილისი, პარლამენტისსასახლე. საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერმინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას;დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღისწესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგისაპარლამენტო სესიისთვის.

ერთ-ერთი ცვლილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას შეეხება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში კიმნიშვნელოვნად ძლიერდება კომიტეტების უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზეგანხილვისას ფინანსთა მინისტრის და დარგობლივი მინისტრის დასწრების ვალდებულება შემოდის.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პარლამენტში აუდიტის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს განიხილავს. თამარ ჩუგოშვილისთქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დასკვნა, რომელსაც სახელმწიფო აუდიტი მიიღებს, მუდმივად განიხილებოდეს პარლამენტში.

„აუდიტის ჯგუფი სიახლეა. აქამდე ეს არ ყოფილა საქართველოს პარლამენტში. ის იქმნება საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტში და ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოაუდიტის სამსახურის მიერ შექმნილი ანგარიშები, რომელიც პარლამენტამდე მოდის, მაგრამ არ მოჰყვება ხოლმე აქტიური განხილვა, ეს პროცესი გავააქტიუროთ დაყველა დასკვნა, რომელსაც აუდიტის სამსახური შეიმუშავებს, ყველა დარღვევა, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც დაადგენს, მუდმივად იხილებოდეს მუდმივმოქმედრეჟიმში მომუშავე სპეციალურ ჯგუფში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით საპროცედურო საკითტა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, იმ სამართლებრივიურთიერთობების უზრუნველსაყოფად, რომელიც დარეგულირებულია აღნიშნული საკანონმდებლო აქტით, მნიშვნელოვანია რეგლამენტი იყოს გამართული,უხარვეზო და სრულყოფილი. 

დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს. 

„ვისარგებლებ შემთხვევით,მადლობას გადავუხდი თამარ ჩუგოშვილს იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია რეგლამენტის რეფორმირების პროცესში. ეს არ არის რიგითი რეფორმა.ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც თვისობრივად გააძლიერებს პარლამენტის ადგილსა და როლს მთლიანად კონსტიტუციურ სისტემაში. გაძლიერდებაპარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქცია, გაძლიერდება მისი საზედამხედველო ფუნქციები და შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არისნამდვბილად ფუნდამენტური რეფორმა და მადლობას ვუხდი თითოეულ იმ პირს, რომელიც იყო ჩართული ამ რეფორმის მომზადებაში“, - განაცხადა ირაკლიკობახიძემ.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს 77 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

პარლამენტმა 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ნინო გვენეტაძისთვის საქართველოს უზენაესისასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორშაბათს, 24 სექტემბერს, ბიუროს სხდომა თბილისში, 15:00 საათზე გაიმართება.