საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2018 10:32
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, ირანის მოქალაქეები - 1990 წელს დაბადებული მ.შ და 1980 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას თურქეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით,  ნ.ს. კი ჩეხეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტით ცდილობდა.

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.