მთაწმინდის რაიონის გამგეობა აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას გამართავს
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2018 19:18
მთაწმინდის რაიონის გამგეობა აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას გამართავს

23 სექტემბერს, 18:00 საათზე, კოჯორში, მთაწმინდის რაიონის გამგეობა აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას გამართავს, რომელთა ფარგლებში ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორია განათდება.

ღონისძიებას დაესწრებიან დედაქალაქის მთავრობის წევრები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ასევე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.