23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 22 / 09 / 2018 20:47
23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოაწესრიგეთ ის საქმეები, რომლებზეც პასუხისმგებელი ხართ. პოზიტიური ცვლილება გელით პირად ურთიერთობაში. 

 

კურო

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, საოჯახო ბიუჯეტი გონივრულად გადაანაწილეთ. 

 

ტყუპი

ბიზნესის გაფართოების, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი გაგიჩნდებათ. რაც უფრო შრომისმოყვარე და მიზანდასახული იქნებით, მით სწრაფად მიაღწევთ სასურველს. 

 

კირჩხიბი

გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერით საქმეების დასრულებას შეძლებთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. 

 

ლომი

გამარჯვებას მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. უარი არ თქვათ თუ ვინმე დაგეხმარებათ, პროტექციას გაგიწევთ. 

 

ქალწული

გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხო კულტურის, უცხოური საქონლის მიმართ. შეიძლება გააფართოოთ ბიზნესი საზღვარგარეთ. ყურადღება არ მოადუნოთ მგზავრობისას. 

 

სასწორი

გავლენიან ადამიანებთან გააუმჯობესეთ ურთიერთობა. იქნებ, ერთნაირი ჰობი, გემოვნება, ინტერესები გაქვთ. 

 

მორიელი

მოერიდეთ კონკურენციას, სიჯიუტეს. უმჯობესია, ხელშეკრულების გაფორმებას იურიდიული პირი დაესწროს. იყავით მეტად კეთილშობილი. 

 

მშვილდოსანი

გარშემო მყოფების კრიტიკას, ეჭვებს, წინააღმდეგობას უნდა გაუძლოთ. დღეს მიიღებთ იმ გამოცდილებას, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. 

 

თხის რქა 

რომანტიკულ განწყობას საყვარელი ადამიანის ჭირვეულობა გაგიფუჭებთ. მოიმატებს ხარჯი ბავშვების გამო. 

 

მერწყული

დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. იყავით მეტად ჰუმანური გარშემო მყოფები მიმართ. 

 

თევზები

რუტინული, ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. საღამოს დანიშნეთ მეგობრული და რომანტიკული შეხვედრა.