ვანო მერაბიშვილს ექიმები დიაგნოზსს ვერ უსვამენ - ადვოკატი
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2018 13:42
ვანო მერაბიშვილს ექიმები დიაგნოზსს ვერ უსვამენ - ადვოკატი

შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისის დაცვის ქვეშ მყოფს იგივე სიმპტომები აქვს, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ჰქონდა, მაგრამ ექიმები სრულყოფილ დიაგნოზს ვერ უსვამენ. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. 

"ისევ იგივე მდგომარეობაშია ეს ადამიანი. უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ არ ვიცით რა ჭირს. ექიმებს სხვადასხვა ვერსია აქვთ და სრულყოფილი დიაგნოზი არ ვიცით. სიმპტომები იგივე აქვს: სასუნთქი გზების გართულებული პრობლემა, შეშუპება, ერთი თვალის განსაკუთრებული სახეცვლილება ანუ აბსოლუტურად სხვანაირად აქვს გუგები. ასევე, ხერხემალზე აქვს პრობლემები. ყველა სიმპტომი იგივე აქვს, თუმცა ვერ ვიგებთ რა ჭირს ამ ეტაპზე. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის ისევ", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბადრაგის თანხლებით თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში ღამითვე დააბრუნეს.

მოგვიანებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
 

ტეგები