სოფელ ვარდისუბანში, ბაზარში დაპირისპირებისას ოთხი ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2018 17:00
სოფელ ვარდისუბანში, ბაზარში დაპირისპირებისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია. თვითმხილველების ინფორმაციით, მათგან ერთს ცეცხლნასროლი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებულებს ამ წუთებში სამედიცინო კვლევა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ.

დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მაცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ტეგები