პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დააკავა
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2018 17:06
პოლიციამ სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დააკავა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე, დ.ლ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე დ.ლ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 1986 წელს დაბადებულ რ. ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქმეზე მოკვლევა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

დაკავებული იმ ტერიტორიის მესაკუთრეა, რის გამოც ორი სოფლის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება დაიწყო.

დ.ლ-ს მეგობრები და თანასოფლელები დღეს სოფელ ვარდისუბანში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

არსებული ინფორმაციით, საქონლის ბაზარში ექვსი ადამიანი ოთხ პირს ფიზიკურად გაუსწორდა.

ტეგები