„განცდა მაშინ გექნება, საკუთარ შვილს მომაკვდავს როცა დაადგები თავზე და ვერაფერს უშველი“ - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2018 17:34
„განცდა მაშინ გექნება, საკუთარ შვილს მომაკვდავს როცა დაადგები თავზე და ვერაფერს უშველი“ - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში, კონერიჟოსორის გოგა ხაინდრავას გუშინდლ განცხადებას ეხმაურება, სადაც ხაინდრავამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აქვს იმის "განცდა, რომ სარალიძე იჩაგრება".

"შენ რისი განცდა უნდა გქონდეს ბიძაჩემო. განცდას მაშინ ნახავ საკუთარ შვილს მომაკვდავს როცა დაადგები თავზე და ვერაფერს უშველი. განცდა მაშინ გექნება როცა აგიჩეხავენ შვილს და ხელისუფლება დაგცინებს. განცდა მაშინ გექნება როცა შენი მკვდარი შვილით ვაჭრობას დაიწყებს მთავრობა. მანამდე შენ უგულო არაადამიანების სიაში იქნები", - წერს ზაზა სარალიძე.

 

ტეგები