დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
ამობეჭდვა · 24 / 09 / 2018 18:27
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ყოფილი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არჩევნებზე დარეგისტრირდა. როგორც ძიუდოს ფედერაციაში აცხადებენ, ქევხიშვილი კლუბმა „ელვამ“ წარადგინა.

ქევხიშვილის გარდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებისთვის კანდიდატურა კიდევ 4-მა მსურველმა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სპორტსმენების პროტერსტის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ივნისში სპორტსმენების პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. 

46 დელეგატი რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტს 24 ოქტომბერს აირჩევს.

ტეგები