კაცი, რომელმაც უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2018 10:04
კაცი, რომელმაც უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა -  მან დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ.

"4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო", - ამბობდა მაშინ დიმიტრი ტატიშვილი.
 

ტეგები