პირსინგების რაოდენობით გინესის რეკორდსმენი კაცი თბილისს ესტუმრა (ფოტოები)
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2018 10:12
პირსინგების რაოდენობით გინესის რეკორდსმენი კაცი თბილისს ესტუმრა (ფოტოები)

თბილისში გინესის რეკორდსმენი როლფ ბუხჰოლცი ჩამოვიდა. მან მოგზაურობის ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მან გინესის რეკორდი პირსინგების რაოდენობით დაამყარა - სხეულზე ბუხჰოლცს ჯამში 481 პირსინგი აქვს გაკეთებული. ბუხჰოლცი გერმანიიდან, ქალაქ დორტმუნდიდან არის.

59 წლის ბუხჰოლცმა პირსინგების კეთება დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო. მისი გარეგნობა ასევე იმით გამოირჩევა, რომ შუბლზე რქოვანი წანაზარდები, თვალის ბადურის ფერი კი ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებულად აქვს გაკეთებული.

Rolf Buchholz-ს ფოტო.

Rolf Buchholz-ს ფოტო.

 Rolf Buchholz-ს ფოტო.

ტეგები