ზაზა სარალიძე თბილისის მერიას რუსთაველზე კარვის გაშლის ნებართვას სთხოვს
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2018 10:23
ზაზა სარალიძე თბილისის მერიას რუსთაველზე კარვის გაშლის ნებართვას სთხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტთან აქციებს აგრძელებს. მან თბილისის მერიას კარვების გაშლის თხოვნით მიმართა.

სარალიძე ამბობს, რომ აქციები იქამდე გაგრძელდება იქამდე, სანამ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი არ დაისჯება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად, აქციებზე პანკისის სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც არის.

18 სექტემბერს ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. ის პარლამენტთან აქციებს 10 სექტემბრიდან მართავს. 

ტეგები