თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2018 11:00
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა

გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი 20 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ გოგონას ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაიგონა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ტეგები