ყაზახეთში ჟურნალისტი მოკლეს
ამობეჭდვა · 25 / 09 / 2018 17:45
ყაზახეთში ჟურნალისტი მოკლეს

37 წლის ჟურნალისტი ირინა ბეკეტოვა ასტანაში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ბეკეტოვა საინფორმაციო პორტალში „ყაზახეთის ახალი ამბები“ მუშაობდა.

ადგილობროვი მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ის 34 წლისაა და ასტანაში ცხოვრობს.

ჟურნალისტს 4 შვილი დარჩა. მკვლელობის ოფიციალური მოტივი გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია.

ტეგები