თბილისის სიმფონიური ორკესტრი 26 და 27 სექტემბერს გერმანიაში კონცერტებს გამართავს
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 10:55
თბილისის სიმფონიური ორკესტრი 26 და  27 სექტემბერს  გერმანიაში კონცერტებს გამართავს

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ლიტერატურული პროგრამის პარალელურად, საქართველო გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მრავალფეროვან კულტურულ პროგრამას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს.

26 სექტემბერს, ბერლინის ფილარმონია განსაკუთრებულ გალა კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავები მონაწილეობენ - იანო თამარ, ბადრი მაისურაძე, ნინო მაჩაიძე, ნუცა ზაქაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, მიხეილ ქირია, რამაზ ჩიკვილაძე; კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო -ვახტანგ კახიძე.

27 სექტემბერს, კი კონცერტი გაიმართება ქალაქ პოტსდამში, „Nikolaisaal“-ის დარბაზში, სადაც სცენა  თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და სოლისტ დუდანა მაზმანიშვილს დაეთმობა; კონცერტს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.