UEFA-მ ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ვერცხლის ჯილდო გადასცა
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 11:57
UEFA-მ ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ვერცხლის ჯილდო გადასცა

ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მასში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდისთვის, UEFA-მ თავის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"მოყვარულთა ლიგა" - სწორედ ამ პროექტმა მოიპოვა საუკეთესო მეორე ადგილი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან.

ფედერაციის ცნობით, ვერცხლის ჯილდო, რომელიც საქართველოს წელს პირველად, სწორედ მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში გადაეცემა, მნიშვნელოვანია, რადგან UEFA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთის მასობრიობის ზრდაა.

პროექტი „მოყვარულთა ლიგა“, რომელმაც აღიარება დაიმსახურა, საქართველოში 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანი ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვა და ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

ამ დროისთვის მოყვარულთა ლიგა მთელი ქვეყნის, ყველა მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 400 გუნდი თამაშობს, რაც ნიშნავს რომ რეგულარულად 11*11-ზე ფორმატის ფეხბურთს 8000- ზე მეტი მოყვარული მოთამაშე ჰყავს.