მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიას ტაქსების რეფორმა კომპლექსურად აქვს დანახული - გიორგი ბეგაძე
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 15:34
მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიას ტაქსების რეფორმა კომპლექსურად აქვს დანახული - გიორგი ბეგაძე

დეპუტატი გიორგი ბეგაძე ეხმაურება თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას, რომ ტაქსების სერვისი იყოს სტანდარტიზებული, იერსახე მოწესრიგებული და მძღოლებს ჰქონდეთ უფასო პარკირება.

მისი შეფასებით, ეს არის როგორც გარემოს დაცვითი, ასევე, მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით სწორი გადაწყვეტილება:

"ტაქსების სერვისი იქნება სტანდარტიზებული, ტაქსის მძღოლებს ექნებათ უფასო პარკირება, ასევე დამატებითი შემოსავალი რეკლამიდან. 

დედაქალაქი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ასეთ რეფორმებს და ინიციატივებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება", - აღნიშნავს გიორგი ბეგაძე.