სოფიო ქაცარავა - „ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ერთგული იმ იდეის, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი“
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 18:51
სოფიო ქაცარავა - „ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ერთგული იმ იდეის, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ფრანგ სენატორებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა და გამოწვევა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების სახით არის საქართველოში.

სოფიო ქაცარავამ საქართველოს მიერ გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარება სტაბილურობის წინაპირობაა და ეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე უსაფრთხოების მნიშვნელობას და მის სტაბილურად შენარჩუნებას, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის როლს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში.

„ქვეყანაში გატარებული რეფორმები და განვითარების გზა და მიმართულება არის შეუქცევადი და პირდაპირ შეესაბამება ჩვენს საგარეო პრიორიტეტებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ტეგები