თბილისში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 19:42
თბილისში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუდადოვის ქუჩაზე, ავარიის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ტეგები