სოფიო ქაცარავა - „ნორდიკულ ბალტიური ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება კავშირებს უფრო მეტად სისტემურს და ინსტიტუციურს გახდის”
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 20:33
სოფიო ქაცარავა - „ნორდიკულ ბალტიური ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება კავშირებს უფრო მეტად სისტემურს და ინსტიტუციურს გახდის”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მარკო მიკელსონს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, ნორდიკულ ბალტიური რვიანის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა.

სოფიო ქაცარავამ საქართველოს საგარო პოლიტიკის დღის წესრიგსა და კომიტეტის საქმიანობაზე ისაუბრა, კოლეგას გააცნო მიმდინარე რეფორმები და აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის ასპექტები.

„შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ნორდიკულ ბალტიური ქვეყნების საგარეო კომიტეტებთან თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის მკაფიო დღის წესრიგზე, რომელზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. ნორდიკულ ბალტიური ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება კავშირებს უფრო მეტად სისტემურს და ინსტიტუციურს გახდის”, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საუბარი აგრეთვე შეეხებოდა ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე უსაფრთხოების მნიშვნელობას და მის სტაბილურად შენარჩუნებას, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის როლს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში.

ტეგები