პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2018 23:33
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ორი პირი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებისას ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციის ავტომობილის საქარე მინა დააზიანა.

„თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დაკავებულია ორი პირი: ნ.კ. და გ.ფ.

დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ტეგები