სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 10:14
სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა

ტეგები