აშშ-ის საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავს ეხმაურება
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 11:10
აშშ-ის საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავს ეხმაურება და თანაგრძნობას უცხადებს ომში დაღუპულთა ახლობლებს.

"დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 1993 წელს სოხუმში მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლა.
დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ამ ომის შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასი ათასობით პირი ქვეყნის შიგნით იძულებით იქნა გადაადგილებული. 27 სექტემბერს ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა
 

ტეგები