ვუთანაგრძნობთ არასრულწლოვნების მამებს, მაგრამ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიონ და შეურაცხყოფა მიაყენონ - თეიმურაზ კუპატაძე
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 15:55
ვუთანაგრძნობთ არასრულწლოვნების მამებს, მაგრამ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიონ და შეურაცხყოფა მიაყენონ  - თეიმურაზ კუპატაძე

ჩვენ ვუთანაგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური ზომები მიღებული როგორც იყო გუშინ ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გუშინ საღამოს მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისთვის სამი პირი დააკავეს.

"აქედან ერთ-ერთმა პირმა ჩაამსხვრია პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა და შესაბამისად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება, ასევე ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით 166-ე , 173-ე მუხლების საფუძველზე . აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ", - განაცხადა კუპატაძემ.

ტეგები