დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 17:24
დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურას სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სთხოვს. შესაბამისი განცხადებით ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ უწყებას დღეს მიმართა.

საუბარია მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, სადაც ლევან ყიფიანი დიმიტრი ქუმსიშვილის გვარს ახსენებს.

დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ქუმსიშვილი აუდიოჩანაწერში ნახსენებ ფაქტებს აბსოლუტურად ემიჯნება და ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, ქუმსიშვილის სახელი და გვარი აარაერთ ეპიზოდში "ბინძურად არის გამოყენებული. ეს ფაბრიკაციაა".

„დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ, თუ დადასტურდა ამ ჩანაწერების ავთენტურობა“ - განაცხადა ადვოკატმა. 

ტეგები