"რჯულით გვევაჭრება... სინამდვილეში ქრისტიანობის სახელით გვამონებს და გვიპყრობს..." - პეტრე კოლხი
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 17:44
"რჯულით გვევაჭრება... სინამდვილეში ქრისტიანობის სახელით გვამონებს და გვიპყრობს..." - პეტრე კოლხი

მამა პეტრე (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში რუსეთთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს მტრების რიგებში რუსეთი ისევ პირველობას ინარჩუნებს. მან ლამის საუკუნით უკან დაგვხია. იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ქვეყანაა, მის წინაშე უვადო ხარკი დაგვეკისრა... კაცმა არ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ტყვეობაში ყოფნა. აფხაზეთს სამაჩაბლო მიყვა... ახლა კი მცოცავი ოკუპაცია ცენტრისკენ მოიწევს და ცდილობს ყველა სფეროს მეტასტაზებად მოედოს... 

თუ არამართლმადიდებელი ირანი ან ოსმალეთი ტაძრებს ანგრევდა, რუსეთმა ქართული ფრესკები და წარწერები ბათქაშით შეღება... სხვაობა რა არის?! ის, რომ რჯულით გვევაჭრება... სინამდვილეში ქრისტიანობის სახელით გვამონებს და გვიპყრობს...
რუსეთი?! ის არ არის ჩემი მეგობარი... მტერია, გენეტიკური მტერი...
ისიც მტრობაა, ოკუპანტს მეგობარს რომ ვუწოდებთ!", - წერს მამა პეტრე.

ტეგები