უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა - სოფიო ქაცარავა
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 18:48
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა - სოფიო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან მინისტრს განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებში ფაბიან ჰამილტონს შეხვდა.

„ჩვენი ძალისხმევა და მთელი რესურსი მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ხელოვნური ბარიერებით დაშორებული ხალხის გაერთიანებისკენ,“ - განაცხადა სოფიო ქაცარავა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და საპარლამენტო კავშირების როლს მის გაძლიერებაში.

მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები და მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

„უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავა.
 

ტეგები