ავარია ბათუმში - დაღუპულია 2 წლამდე ბავშვი
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 23:14
ავარია ბათუმში - დაღუპულია 2 წლამდე ბავშვი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, სამი მგზავრი კი დაშავდა. იმედინიუსის" ინფორმაციი გარდაცვლილია ორ წლამდე ბავშვი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი დათვალიერებით დაშავებულებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

თვითმხილველების თქმით, ისინი ტაქსით გადაადგილდებოდნენ, მძღოლი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, მძღოლი კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ტეგები