ჩვენი პასუხი გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება - მამუკა ბახტაძე
ამობეჭდვა · 27 / 09 / 2018 23:24
ჩვენი პასუხი გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება - მამუკა ბახტაძე

მიუხედავად უსამართლობისა, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმამამუკ აბახტაძემ გაეოს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

“ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტეგები