ბექა წიქარიშვილის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 11:51
ბექა წიქარიშვილის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. წიქარიშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედევებოდა. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა წიქარიშვილი სამართალდამრღვევად მიიჩნია. სასამართლომ ხულიგნობად მიიჩნია, წიქარიშვილის მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მეგაფონით მოწოდება, რომ მშვიდობიანი შეკრება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობით გაგრძელებულიყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება EMC-იმ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ბექა წიქარიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.

საქმე ეხება 12 მაისის ღამეს, კლუბ BASSIANI-თან განვითარებულ მოვლენებს. 

ტეგები