ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 18:26
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 29 სექტემბრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6151 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6165 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0306 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0652 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0346-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4130 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4381 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0251-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4355 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4323 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარის კურსი 0.0032-ით გაუფასურდა.

ტეგები