ირაკლი კობახიძე თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 19:26
ირაკლი კობახიძე თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველი მწერლის თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალებით, უდიდესი დანაკლისი განიცადა ქართულმა ლიტერატურამ, პოეზიამ და დრამატურგიამ. შემოქმედი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას და ახლაც ასე მოხდება - სიცოცხლეს გააგრძელებს მისი დანატოვარი, დაუვიწყარი შემოქმედება, რომელზეც თაობები გაიზრდებიან. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ ბატონი თამაზის ოჯახს, ახლობლებს და მისი ნიჭის თითოეულ თაყვანისმცემელს.", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ტეგები