ბარათაშვილის აღმართზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება
ამობეჭდვა · 28 / 09 / 2018 19:28
ბარათაშვილის აღმართზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:

N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს ნავთლუღის, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები - ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

ტეგები