ბათუმში ზეედორფი და მალუდა არიან ჩამოსულები (ფოტო)
ამობეჭდვა · 29 / 09 / 2018 21:08
ბათუმში ზეედორფი და მალუდა არიან ჩამოსულები (ფოტო)

ბათუმში ჰოლანდიის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი და საფრანგეთის ნაკრებისა და "ჩელსის" ყოფილი შემტევი ფლორიან მალუდა არიან ჩამოსულები. მათთან ერთად ფოტო თბილისის მერმა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ Instagram-ზე გამოაქვეყნა. 

კიდევ რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბათუმის "დინამოს" ყოფილმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გამოაქვეყნა.

როგორც 1tv წერს, მათი ჩამოსვლის მიზეზი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც 3 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება. არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი არკადი დვორკოვიჩია, რომელსაც მხარს "სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტი მაირ მამედოვი უჭერს. ფეხბურთელები საქართველოში სწორედ მათი მოწვევით ჩამოვიდნენ.