ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 30 / 09 / 2018 11:10
ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გადარჩენილებს ნანგრევებში ეძებენ. ამის შესახებ BBC წერს.

კუნძულ სულავესის ქალაქ პალუში მომხდარს ბოლო მონაცემებით სულ მცირე 832 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები დაღუპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

სამაშველო ოპერაციებს ჩანგრეული გზები და ხიდები ართულებს.

„წითელი ჯვარი“ ვარაუდობს, რომ მიწისძვრამ და ცუნამმა ინდოენეზიაში 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. 

ტეგები